საქსტატის მონაცემებით, უმუშევრობა შემცირდა

19 აგვ 2018

 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 1,9  პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12,1% შეადგინა. აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, შემცირება განპირობებულია მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით.