ქედაში აგრომომსახურების ცენტრის გახსნა იგეგმება

18 აგვ 2018

მალე  ქედაში აგრომომსახურების   ცენტრი გაიხსნება, რომელიც ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის დახარისხებასა  და დაფასოებაზე  იმუშავებს.

აქ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის  ახალი მოთხოვნების შესაბამისად    შეფუთვას და ტრანსპორტირებასაც შეძლებენ. პროექტისათვის 2 მილიონ ნახევარ ლარზე მეტია გამოყოფილი. აგროსერვის ცენტრები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა.