სამეწარმეო გამოფენა

17 აგვ 2018

ევროპის მოედანზე დღეს და ხვალ  15 -დან  23  საათამდე, ორდღიანი სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება  სააგენტოს  „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით. ღონისძიებაში  70-ზე მეტი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. გამოფენა-გაყიდვაზე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქცია: ტექსტილი, აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი და   სურსათი,ასევე ალკოჰოლური სასმელები. 

მოეწყობა დეგუსტაციები. თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი.