ბათუმის ''დინამომ'' ქობულეთის ''შუქურა'' დაამარცხა

16 აგვ 2018

ბათუმის ,,დინამომ“ 21-ე ტურის მატჩში ქობულეთის ,,შუქურას“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.

ანგარიში დინამოელებმა მატჩის მე-20 წუთზე ნიკოლოზ საბანაძის გატანილი გოლით გახსნეს, 70-ე წუთზე კი გოლი გიორგი ქავთარაძემ გაიტანა. 

შეხვედრაში პირველი ყვითელი ბარათი მთავარმა არბიტრმა მე-17 წუთზე ,,შუქურას“  ფეხბურთელს ფელიპე ნუნეშის უჩვენა.

შეხვედრა ანგისის სპორტულ ბაზაზე 20 საათზე დაიწყო, თამაში საზოგადობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მაყურებელმა პირდაპირ ეთერში ნახა, რის გამოც მთავარი 21 საათზე ეთერში არ გავიდა.