ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში 58 ოჯახი დაზარალდა

14 აგვ 2018

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტომ ბათუმში სტიქიით შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ზარალი აღრიცხა. სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ამ დროისათვის 53 ოჯახია აღრიცხული, შემდეგ კი უწყებაში დამატებით 5 ადამიანის განაცხადი შევიდა.

ჯუმბერ კომალაძის თქმით, თითოეულ ოჯახს დაახლოებით 200 დან 500 ლარამდე ზარალი მიადგა ,რომელსაც ერთი კვირის ვადაში მერია აუნაზღაურებს.