ბათუმში მაშველებმა ტურისტები გადაარჩინეს- ზღვაში კვლავ 4 ბალიანი შტორმია

10 აგვ 2018

ზღვაზე 4 ბალამდე შტორმი ნარჩუნდება, სანაპირო ზოლში წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანაობა აკრძალულია,მიუხედავად ამისა დღეს მაშველებმა ბათუმში ზღვიდან ტურისტები გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით  სომხეთის მოქალაქეები ზღვაში შევიდნენ და უკან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

სინოპტიკოსების პროგნოზით სანაპირო ზოლში  13 აგვისტოდან გამოიდარებს. დღეს და ხვალ კი კვლავ ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ღამე უნალექოდ ჩაივლის, დღისით კი   ჰაერის ტემპერატურა 23-25 გრადუსი იქნება.