ბათუმში შინდისის  გმირები გაიხსენეს 

10 აგვ 2018

შინდისის გმირები გაიხსენეს ბათუმში. ყვავილებით შეამკეს მემორიალი და სიმბოლურად 17 ხე დარგეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკვერში, რომელიც 11 აგვისტოს შინდისში დაღუპული 17 ჯარისკაცის სახელს ატარებს.

რუსეთ-საქართველოს ომში შინდისთან  ბრძოლაში დაღუპულებს შორის ორი, აჭარიდან იყო. მათ ხსოვნას დღეს პატივი ოჯახის წევრებთან ერთად, უმაღლესი საბჭოს,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქის მერმა მიაგეს.