საცხოვრებელი სახლები დაიტბორა ქობულეთში

09 აგვ 2018

ძლიერმა წვიმამ ქობულეთში პრობლემები შექმნა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები. საგანგებო სიტუაციების მმართვის სააგენტოში 30 გამოძახება შევიდა.

დილიდან დატბორილი იყო რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია.