ბათუმი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება

08 აგვ 2018

189  ქვეყნის წარმომადგენელი, ათასობით სპორტსმენი, მსაჯები და ჟურნალისტები ჩამოვლენ ბათუმში სექტემბერში.  ქალაქი 23 სექტემბრიდან მსოფლიო ჭადრაკის 43-ე ოლიმპიადას უმასპინძლებს.

გუნდების უმრავლესობამ რეგისტრაცია უკვე გაიარა. მასშტაბური ღონისძიებისთვის მზადება დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობს. უმთავრესი ახლა დარბაზების დროული მოწყობაა, სადაც უნდა გაიმართოს შეხვედრები.