ჭაღალიძეების სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ითხოვს

08 აგვ 2018

ჭაღალიძეების  სოციალურად დაუცველი ოჯახი  დახმარებას ითხოვს. 7 წევრიანი ოჯახი მესხის ქუჩაზე ენერგო პრო ჯორჯიას კუთვნილ შენობაში ცხოვრობს, რომელსაც ძლიერმა ქარმა 5 თვის წინ სახურავი დაუზიანა. 

ისინი პრობლემის მოგვარებას მერიას სთხოვენ, სადაც აცხადებენ, რომ კერძო საკუთრების გამო მათ დახმარების უფლება არ აქვთ, თუმცა მრავალსულიანი ბინების  გადახურვის პროგრამის ფარგლებში ოჯახს  მეორად სახურავს გადასცემენ.