აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს ბათუმში

07 აგვ 2018

ჯავახიშვილის ქუჩაზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა  სკვერში გუშინ საღამოს  შეიკრიბნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები  და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. გაიხსენეს 2008  წლის მოვლენები და აგვისტოს ომში დაღუპული გმირები.  მემორიალთან იმყოფებოდნენ ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებიც.