კომბინირებული სწავლება სპეციალური ოპერაციების ძალების მონაწილეობით

07 აგვ 2018

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში, ვაზიანში კომბინირებული სწავლება საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების მონაწილეობით გაიმართა.

წვრთნა ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეებისა და აშშ-ის II საკავალერიო პოლკის პირადი შემადგენლობის მონაწილეობით ჩატარდა. მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს.