ბულვარის ტერიტორიაზე შშმ პირებისთვის ადაპტირებული ზღვაზე გადასასვლელი ბილიკი მოეწყო

07 აგვ 2018

ბულვარის  ტერიტორიაზე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის  ადაპტირებული ზღვაზე გადასასვლელი  ბილიკი მოეწყო.  ინიციატივა სამშენებლო კომპანია „მარდი ჰოლდინგს“ ეკუთვნის.  

სოციალური პასუხისმგებლობის  ფარგლებში  კომპანიამ  ბულვარის ადმინისტრაციის მიერ ნახევრად მოწყობილი ბილიკი, ხის ფიცრებით  სანაპიროს ბოლომდე მიიყვანა. კომპანია მსგავსი სოციალური აქტივობისკენ სხვა  კომერციულ ორგანიზაციებსაც მოუწოდებს.