18 ივლ 2016
ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრი, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის საფლავი გვირგვინით შეამკო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა.