06 აგვ 2018
გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებლები სურსათის უვნებლობის სამსახურს მიმართავენ. ისინი ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებების კიდევ ერთხელ ჩატარებას ითხოვენ. მათი თქმით, პრობლემას საკუთარი ძალებით თვეზე მეტია ებრძვიან, თუმცა უშედეგოდ.