ბათუმის მერია საცხოვრებელი კორპუსების გადახურვით სამუშაოებს აგრძელებს

06 აგვ 2018

მერია საცხოვრებელი კორპუსების გადახურვით სამუშაოებს აგრძელებს. ამ დროისთვის პროცესი ბაქოს 74-ში მიმდინარეობს.  აქ     გამაგრებითი სამუშაოები უკვე დასრულდა და გადახურვის პროცესი დაიწყება.

სამუშაოებს მერია 97 %-ით აფინანსებს.  პროექტის ფარგლებში 6 კორპუსის გადახურვისთვის 186 ათასი ლარია გათვალისწინებული.