ISIS-ის ქართული დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება

05 აგვ 2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას აგრძელებს სავარაუდოდ ტერორისტული დაჯგუფების მიერ გავრცელებულ მუქარაზე. ამის შესახებ ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მუქარის შემცველი ვიდეო მიმართვის შესახებ ინფორმაციას „პალიტრანიუსი“ აქვეყნებს. მედიასაშუალების ინფორმაციით, ISIS - ის ქართული დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება.

პალიტრანიუსის“ ინფორმაციით, ვიდეო სავარაუდოდ 2 კვირის წინაა დამზადებული.  გავრცელებული ვიდეო მიმართვაში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზეა საუბარი, სადაც ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები მოკლეს.