მეჩეთის მშენებლობის საკითხზე მუფთი პრემიერთან შეხვედრას გეგმავს

04 აგვ 2018

“ბათუმში ახალი  მეჩეთის მშენებლობის საკითხი  სახელმწიფოსთან  ერთად,  უმოკლეს დროში  გადაწყდება”- ამის შესახებ  “მთავარს”  სრულიად  საქართველოს მუფთმა განუცხადა. ბეგლარ ქამაშიძე მეჩეთთან დაკავშირებით მუსლიმ მრევლს შორის ყოველგვარ დაპირისპირებას  უარყოფს და  პრემიერ-მინისტრთან აუდიენციას გეგმავს.

ამავე თემაზე შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთანაც იგეგმება.  მუფთის განცხადებით,  საკითხი თორნიკე რიჟვაძესთან ამ დრომდე არ განხილულა. ბეგლარ ქამაშიძეს პრემიერთან და რეგიონის პირველ პირთან შეხვედრების  თარიღი  არ დაუკონკრეტებია.