150 ათასი ლარი მრავალფუნქციური შენობისთვის

04 აგვ 2018

სოფლის სახლი და სამედიცინო პუნქტი განთავსდება სოფელ მეძიბნის მრავალფუნქციურ შენობაში. ნაგებობას დიდი ხანია რეაბილიტაცია არ ჩატარებია, რის გამოც მწყობრიდან იყო გამოსული.

მოსახლეობის მოთხოვნით მერიამ 150 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები ახალი შენობისთვის გამოყო. შენობა ექსპლუატაციაში ნოემბერში შევა. სამუშაოებს ქედის მერი გაეცნო.