მოსახლეობა დაზიანებული ხიდის შეკეთებას ითხოვს

04 აგვ 2018

ხიდი, რომლითაც სოფელი ქაქუთი ცენტრალურიდან შიდა სასოფლო გზას უკავშირდება დაზიანებულია. მოსახლეობა ამბობს , რომ სოფელში სხვა ხიდი მშენებლობის დროს აღნიშნულ გზაზე მძიმე ტექნიკა გადაადგილდებოდა ,რის გამოც ხიდს ნაპრალები გაუჩნდა.

აჭარის გზების დეპარტამენტის ქობულეთის წარმომადგენელი აცხადებს , რომ მოსახლეობას ალტერნატიული გზა აქვს, დაზიანებულ მცირე ზომის ხიდს კი ერთი კვირის ვადაში ის კომპანია აღადგენს, რომელთა წარმომადგენლებმაც დააზიანეს.