ხვალ ბეშუმში სახალხო ზეიმია

03 აგვ 2018

ერთი დღე “შუამთობამდე” ხვალ ბეშუმში სახალხო ზეიმია. დილიდან აჭარის მაღალმთიანეთში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

სტუმრებს ადგილობრივი კერძების დაგემოვნებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების ხილვის შესაძლებლობა ექნებათ. დაგეგმილია სპორტული შეჯიბრებები და კონცერტი, ვიზიტორების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ანსამბლები იზრუნებენ.