4 ბალიანი შტორმი შავ ზღვაზე

03 აგვ 2018

ბათუმის  აკვატორიაში  საშტორმო მდგომარეობაა.  ზღვაზე  4  ბალიანის შტორმი    ფიქსირდება.    სამაშველო კოშკურებზე წითელი ალმები  აღმართეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანაობა აკრძალულია. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვა 5 აგვისტოს 10  საათამდე იმოქმედებს. ხვალიდან  მეტეოროლოგები სანაპირო ზოლში  ღელვის  შემცირებას და ტემპერატურის მატებას  ვარაუდობენ.