ჩოხატაური – ოზურგეთი – ქობულეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილება გართულებულია

02 აგვ 2018

ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი გზაა დაზიანებული. პრობლემის შესახებ დიდი ხანია ცნობილია გზების დეპარტამენტისთვის. გარდა მანქანების ნაწილების დაზიანებისა, მძღოლები მოსალოდნელ საფრთხეზეც საუბრობენ. ამბობენ რომ ფრაგმენტული რეაბილიტაცია არაეფექტიანია.

გადაადგილება განსაკუთრებით რთულია ლეღვა-ქაქუთის 5-კილომეტრიან მონაკვეთზე. სწორედ ამ მონაკვეთის მოასფალტება იგეგმება მომავალი წლის პირველ კვარტალში.