ახალი ნაგავსაყრელის აშენება ქობულეთში იგეგმება

01 აგვ 2018

საერთაშორისო ტენდერი დასრულდა. ქობულეთის  მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მოსაწყობად ორი კომპანიაა გამოვლენილი, რომელთაგან ერთ-ერთი ახლა რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა უნდა შეარჩიოს.

სწორედ “იბიარდი”-ს დაფინანსებით იგეგმება ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება აჭარაში. როდის დაიწყება მშენებლობა, რომლის შემდეგაც ბათუმში, ადლიის დასახლებაში, ეკოლოგიურად საშიშ პოლიგონს დახურავენ?