რატომ გადადგა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე?

01 აგვ 2018

რატომ გადადგა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე? ეს კითხვა ისმოდა დღეს ყველაზე ხშირად საზოგადოებაში. თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები საუბრობენ სამი წლის განმავლობაში არსებულ ზეწოლაზე და იმაზე, რომ პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა მოსამართლემ წნეხს ვერ გაუძლო. ამას გამორიცხავენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები.