საქველმოქმედო კონცერტი 8 წლის ბექა ფიფიას დასახმარებლად

01 აგვ 2018

 საქველმოქმედო კონცერტი 8 წლის ბექა ფიფიას დასახმარებლად. ,,ბექასთვის“ ამ სახელწოდებით კონცერტში მომღერლები სოფო ხალვაში, ნიკო ბერიძე, სულხან დევაძე და სხვები გაერთიანდნენ.

ორგანიზატორის ინფორმაციით, კონცერტის საშუალებით დაახლოებით 3 ათას ლარამდე თანხის შეგროვება მოხერხდა. რამდენიმე თვის წინ 8 წლის მოზარდს ლეიკემია აღმოაჩნდა, ის ისრაელში მკურნალობს. ბექა ფიფიამ მკურნალობის 3 ეტაპი უკვე გაიარა ახლა თანხების მობილიზება მეოთხე ეტაპისთვის ხდება.