ბათუმში შადრევნების დასუფთავება დაიწყო

01 აგვ 2018

ქალაქის ტერიტორიაზე შადრევნების დასუფთავება დაიწყო. მერიის ინფრასტრუქტურის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე სკვერში შადრევნების მილები დაზიანებული იყო, რაც მათ მუშაობას აფერხებდა. პრობლემა კი უკვე აღმოფხვრილია.