მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერების უზრუნველყოფის პროგრამა

01 აგვ 2018

ფერმერებზე ტექნიკის გადანაწილების პროცესი დაიწყო. ''მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის'' პროგრამის ფარგლებში ფერმერებს სულ 3 200 ერთეული შემასხურებელი აპარატი დაურიგდებათ.

პროგრამა რეგიონის მემცენარეობის დარგში ჩართული პირების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ერთეული ტექნიკის ღირებულება 900 ლარია, ფერმერებისა და აგრომეწარმეების გადასახადი თანხა კი თანაგადახდის პრინციპით 181 ლარს შეადგენს.