ხულოს თეატრი პრემიერისთვის ემზადება

30 ივლ 2018

პრემიერისთვის ემზადება ხულოს დრამატული თეატრი. “ჩუმად რეპეტიციაა”''- ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელსაც რეჟისორები როინ სურმანიძე, თაზო იმნაძე და ლიეტუვადან მოწვეული ჰანა სუმელაიტი დგამენ.

რეჟისორები სპექტაკლში თავადაც მონაწილეობენ, თამაშობენ იმას რასაც რეალურადაც აკეთებენ – მაყურებელს აჩვენებენ რა ეტაპებს გადის სპექტაკლი დიდ სცენაზე გასვლამდე. საპრემიერო ჩვენებები 10 აგვისტომდე ჩაინიშნება