მუნიციპალურ ავტობუსებში ელექტრონული საბარათე სისტემა პირველი აგვისტოდან ამოქმედდება

29 ივლ 2018

 პირველი აგვისტოდან მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობისას მოქალაქეები მხოლოდ პლასტიკური ბარათებით ისარგებლებენ. პლასტიკური ბარათების შეძენა შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატებში. ავტობუსებში აღარ იქნებიან კონდუქტორები, ისინი მერიაში ახლადშექმნილ სამსახურში-საკურიერო მომსახურებას უზრუნველყოფენ.

ავტობუსებში ბილეთებით მგზავრობას კი კონტროლიორები სხვადასხვა გაჩერებაზე შეამოწმებენ. რაც შეეხება ახალ მუნიციპალურ ავტობუსებს,  შპს ავტოტრანსპორტში აცხადებენ, რომ ავტოპარკი აგვისტოში ეტაპობრივად განახლდება.