დაკარგული კაცის ცხედარი ზღვამ გრიგოლეთში გამორიყა

29 ივლ 2018

60 წლის კაცი, რომელსაც მაშველები ოთხე დღე ეძებდნენ ნაპოვნია. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ  ცხედარი  ზღვამ  გრიგოლეთში გამორიყა.  სამძებრო სამუშაოები დღეს დილით  განახლდა და მასში  4 მყვინთავი იყო  ჩართული.

პარასკევს საღამოს დაახლოებით 6 საათზე სოფელ შარაბიძეების მიმდებარედ მდინარე ჭოროხში 60 წლამდე ასაკის კაცი საბანაოდ შევიდა, რის შემდეგაც წყლის დინებამ ჩაითრია და თანმხლებმა პირებმა მისი გამოყვანა ვეღარ შეძლეს.