დაბა ოჩხამურის სოციალურ სახლში 8 ოჯახს ბინები გადასცეს

27 ივლ 2018

დაბა ოჩხამურში სტიქიით შედეგად დაზარალებული 8 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა.

პროექტისთვის 265 ათასამდე ლარი დაიხარჯა. საერთო საცხოვრებელი სიძველის გამო ამორტიზირებული იყო, რომლის მდგომარეობაც გასული წლის აპრილის თვეში ქარიშხლის შედეგად დამძიმდა.