ხელშეკრულება კორპუსების მშენებლობის დაპირების შესახებ

17 ივლ 2016

აჭარაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ სტიქიის შედეგად დაზარალებულ, სოციალურად დაუცველ, ბარაკებში მცხოვრებ და უსახლკარო მოქალაქეებთან ხელშეკრულება გააფორმა. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა 2017-2020 წლებში სოციალური სახლების პროგრამის განხორციელებას გეგმავს, 4 წლის განმავლობაში 40 საცხოვრებელი კორპუსისა და 2 ათას 800 ბინის მშენებლობას ნაციონალური მოძრაობა ადგილობრივი ბიუჯეტისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით გეგმავს. პროექტისს ღირებულება 120 მილიონი ლარია.