ხე-ტყის საწარმოებში საგამოძიებო მოქმედებები ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება

26 ივლ 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში  აცხადებენ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,  უწყება შეამოწმებს ყველა რეგისტრირებულ ხის სახერხ საამქროს, მიუხედავად მათი მფლობელებისა.

ამ ეტაპზე დანიშნულია შემოწმება 2 უცხოურ კომპანიაში. საგამოძიებო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით  გრძელდება. შემოწმება უკვე ტარდება ხე-ტყის გადამამუშავებელ 52 საწარმოში. გამოვლენილია რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 23 საამქრო და ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა.