აღურიცხავი საფლავების გამო დაწყებული დავა

24 ივლ 2018

აღურიცხავი საფლავების პრობლემა ფერიის სასაფლაოზე – მოქალაქე, რომლის ოჯახის წევრებიც ბათუმთან ახლოს არსებულ სასაფლაოზე მარხია, ამბობს რომ სხვადასხვა მიზეზით მას სასაფლაოს ტერიტორიაზე საფლავთან მისასვლელ გზას უკეტავენ.

ლელა კალანდარიშვილი გვიყვება, რომ საფლავს ირგვლივ არსებული სივრცე უკანონოდ ირღვევა. ფერიის სასაფლაო ოფიციალურად 30 წელია დახურულია, იქ ამჟამად მხოლოდ წინაპრების საფლავების განახლებაა შესაძლებელი.