''ჭადრაკის საერთაშორისო დღე''

19 ივლ 2018

დღეს ჭადრაკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბულვარის კოლონადებთან ღონისძიება გაიმართება. მასში 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი და ფიდეს რეგიონული წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.  გაიმართება თამაშები დიდოსტატებთან. დაგეგმილ აქტივობებში ჩაერთვებიან სპორტსმენები.  ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მუსიკალური და ქორეოგრაფიული შოუები.

23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, ბათუმში უპრეცედენტო სპორტული ფორუმი, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა გაიმართება და მასში მსოფლიოს 189 ქვეყნის 4000 ზე მეტი მონაწილე ჩაერთვება.