ნაწილობრივ მოასფალტებული ცენტრალური მაგისტრალი

19 ივლ 2018

ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის  სრული რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლომდე დაიწყება. პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძის ინფორმაციით მოლაპარაკება გზის მშენებელ კომპანიასთან მიმდინარეობს.

ე.წ-ულ საფრის ხიდთან, შუა სოფლის, დიდაჭარის და ხულოს ცენტრის მონაკვეთზე  გზის აღდგენით სამუშაოებისთვის 10 მილიონამდე ლარი იხარჯება. შეგახსენებთ ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა აქამდე უნდა დაწყებულიყო.