17 ივლ 2018
დღეიდან უსინათლოებს საშუალება აქვთ საქართველოს კონსტიტუციაში შესულ ცვლილებებს და კანონებს გაეცნონ. ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი კონსტიტუციის პრეზენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს წიგნები სასამართლოს თავმჯდომარემ გადასცა. პროექტს “კონსტიტუცია უსინათლებისთვის” ფარგლებში ასევე პირველად საქართველოში ჩაიწერა კონსტიტუციის აუდიო ვერსიაც.