''ქალები აქტიურ პოლიტიკაში''- ტრენინგი

17 ივლ 2018

“ქალები აქტიურ პოლიტიკაში“-ტრენინგის კურსი დაიწყო ქედაში. ხუთ დღიან სემინარზე საუბარი იქნება ქალის როლზე, ეფექტურ კომუნიკაციასა და შრომით უფლებებზე.

ტრენინგ-კურსებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ მართავს, რომლის მიზანიც ქალების გააქტიურება და მათი საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვაა. ტრენინგში ქედის, შუახევისა და ხულოს მაცხოვრებლები მონაწილეობენ.