ხელოვნების მუზეუმში მხატვარ გურამ ცერცვაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა

17 ივლ 2018

ხელოვნების მუზეუმში მხატვარ გურამ ცერცვაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე ხელოვანის სხვადასხვა დროს შესრულებული გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარია წარმოდგენილი.

გურამ ცერცვაძე საქართველოს მხატვართა კავშირის  თავმჯდომარეა. მისი ნამუშევრები  დაცულია სხვადასხვა ფონდში, გალერეაში, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადსხვა კერძო კოლექციაში.  მსურველებს ნამუშევრების დათვალიერება 12 აგვისტომდე შეეძლებათ.