სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი, მამუკა ბახტაძის მრჩევლებად დაინიშნენ

16 ივლ 2018

საქართველოს პრემიერ მინისტრს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს.

რეგიონული განვითარების საკითხებში მამუკა ბახტაძის მრჩევლად სოზარ სუბარი დაინიშნა. განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კი მიხეილ ჩხენკელი იქნება.

შესაბამისი ბრძანებები მთავრობის მეთაურმა გამოსცა.

მთავრობის რესტრუქტურიზაციამდე სოზარ სუბარი დევნილთა და განსახლების მინისტრი იყო, მიხეილ ჩხენკელი კი განათლების და მეცნიერების მინისტრის პოზიციაზე მუშაობდა.