''ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის'' გზებზე ე.წ. შავი მონაკვეთების წინადადებით გამოდის

15 ივლ 2018

"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე გზებზე „შავი მონაკვეთებისა“ და წერტილების იდენტიფიცირების აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც ეკა ლალიაშვილმა დღეს განაცხადა, არსებობს მონაკვეთები, სადაც წლის განმავლობაში 100-ზე მეტი საგზაო შემთხვევა ფიქსირდება. მისივე თქმით, მონაკვეთების აღრიცხვა ამჟამად იმ შეტყობინებებით ხდება, რომელიც 112-ში შედის.  მისი ინფორმაციით, 2016 წლის მონაცემებით ბათუმში, ე.წ. შავი მონაკვეთები დაფიქსირდა , ბაგრატიონის ქუჩაზე - 168 შემთხვევა, ჭავჭავაძის ქუჩა - 130 შემთხვევა, აეროპორტის გზატკეცილი - 81 შემთხვევა, და რუსთაველის გამზირი 76 შემთხვევა.