დღეიდან მოქალაქეებს ექიმის დანიშნულების გადამოწმება შეეძლებათ

15 ივლ 2018

დღეიდან მოქალაქეებს ექიმის დანიშნულების გადამოწმება შეეძლებათ. ჭარბი მედიკამენტების გამოწერის შემთხვევაში პაციენტს შეუძლია რეცეპტი პოლიფარმაციის შემსწავლელ ჯგუფთან გადააგზავნოს, სამი დღის ვადაში ის შესაბამის რეკომენდაციის მიიღებს.

სპეციალისტები განიხილავენ შემთხვევებს, როცა 5 და მეტი პრეპარატია გამოწერილი ან რამდენიმე ანტიბიოტიკი ან ერთი და იგივე ფარმაკოლოგიური ჯგუფის წამალი. პაციენტს სამინისტროსთვის მიმართვა ელექტრონულად ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში შეუძლია. სიახლე 16 ივლისიდან ამოქმედდა.