გამკაცრებული რეგულაციები

14 ივლ 2018

ბათუმში უკანონო და უნებართვო მშენებლობაზე რეგულაციები გამკაცრდება. ქალაქის მერის  ლაშა კომახიძის განმარტებით,  საკანონმდებლო ინიციატივა მუშა პროცესშია და ის უახლოეს პერიოდში დამტკიცდება.

მისივე თქმით, ახალი რეგულაციები არსებულზე უფრო მკაცრი იქნება, რომლის ამოქმედების შემდეგაც კაფე-ბარების მიერ დაკავებული ტროტუარები გათავისუფლდება.