მერიაში გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი

13 ივლ 2018

ბათუმის მერიაში გამოცხადებულ კონკურსის მეორე ტურში მხოლოდ 11 კონკურსანტი  გადავიდა. ქალაქის მერის ლაშა კომახიძის ინფორმაციით, თვითმმართველობაში სხვადასხვა პოზიციაზე კონკურსი სულ 28 ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებული , განაცხადი 813-მა პრეტენდენტმა შეიტანა.

პირველი ეტაპზე 230-მდე კანდიდატი შეირჩა, წერილობითი და ტესტური დავალების შემდეგ კი მათი რაოდენობა 30-მდე შემცირდა. გასაუბრების შემდეგ კი მეორე ეტაპზე მხოლოდ 11 გადავიდა. ბათუმის მერიამ რეორგანიზაციის შემდეგ კონკურსი 16 სხვადასხვა   პოზიციებზე გამოაცხადა.