სკოლები პირველკლასელების გარეშე

13 ივლ 2018

სკოლები სადაც ახალი სასწავლო წელი პირველკლასელთა გარეშე დაიწყება. ტბეთის, ნაღვარევის, ინწკირვეთის, ტომაშეთისა და  ცხემლისის საჯარო სკოლებში არცერთი პირველკლასელი დარეგისტრირებულა.

შუახევის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში  კი მხოლოდ თითო-თითო მოსწავლეა რეგისტრირებული. მოსახლეობის მიგრაციას უკავშირებს აღნიშნულს შუახევის   რესურსცენტრის უფროსი. მუნიციპალიტეტში სულ 131 პირველკლასელია რეგისტრირებული.