გლაუკომით დაავადებული მოხუცი აუცილებელ პრეპარატებს ვერ ყიდულობს

12 ივლ 2018

79 წლის მოხუცს  ერთ თვალში მხედველობა არ აქვს, მეორეში კი მცირედი. პენსია მედიკამენტების  შესაძენად არ ჰყოფნის.

დავით ფუტკარაძეს დახმარება თვითმმართველობამ დაჰპირდა, თუმცა მთავარმა გაარკვია, რომ იგი მხოლოდ ერთჯერადი სახის იქნება.  ხელვაჩაურის მერია ჯანდაცვის მიმართულებით 15 პროგრამას ახორციელებს, თუმცა არა  გლაუკომით დაავადებულთა დასახმარებლად.