უწყლოდ დარჩენილი ათეულობით ოჯახი სოფელ მუხაესტატეში

11 ივლ 2018

უწყლოდ დარჩენილი ათეულობით ოჯახი სოფელ მუხაესტატეში. აიპი ქობულეთის სოფლის წყლის დირექტორის დაპირების მიუხედავად, რომ  დღის ბოლოს პრობლემას მოაგვარებდნენ არ შესრულდა.


ადგილობრივები როგორც ჩვენ გავარკვიეთ  ამ ვითარებაში წლებია  არიან. სოფელს 5 დღეა წყალი საერთოდ არ მიეწოდება, რაც დღეს პროტესტის მიზეზი გახდა. აქციაზე მისულმა ქალაქის მერის მოადგილემ კი პრობლემა  წყლის სისტემის  სარეაბილიტაციო სამუშაოებით ახსნა.