სარფის დასახლებაში მოსახლეობას სასმელი წყალი ერთ თვეში ახალი ავზებიდან მიეწოდება

11 ივლ 2018

სარფის დასახლებაში მოსახლეობას სასმელი წყალი ერთ თვეში ახალი ავზებიდან მიეწოდება. სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებისთვის 147 ათასი ლარია გამოყოფილი და პროექტი სრულად  5 თვეში დასრულდება.