პოეტ ანზორ ლორთქიფანიძის პოეზიის საღამო გაიმართა ქედაში

10 ივლ 2018

პოეტ ანზორ ლორთქიფანიძის  პოეზიის საღამო გაიმართა ქედაში. მას 77 წელი შეუსრულდა. ქედის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პოეტის ლექსები წაიკითხეს და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს. ანზორ ლორთქიფანიძე პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. აქვეყნებდა პუბლიცისტურ  წერილებს და ნარკვევებს.